„უთხარი ისრაელის ძეთ: ‘თუ კაცი ან ქალი ჩაიდენს რაიმე ცოდვას ადამიანის წინააღმდეგ, რითაც დანაშაულს ჩაიდენს უფალის წინააღმდეგ, დამნაშავე იქნება ის სული, და
აღიარონ თავიანთი ცოდვები, რაც მათ ჩაიდინეს, და ზღოს თითოეულმა თავისი დანაშაული სრულად, და დაუმატოს მას მეხუთედი ნაწილი და მისცეს მას, ვის მიმართაც დამნაშავეა.
და თუ იმ კაცს არა ჰყავს მემკვიდრე, რომ დანაშაული აუნაზღაურდეს, მაშინ დანაშაულის საზღაური ეკუთვნის უფალს, მღვდლისა იყოს იგი, გარდა შენდობის ვერძისა, რომლითაც იგი შეუნდობს მას.
და დაწვა ვინმესთან თესლის მიღვრით, და ეს დაფარულ იქნება მისი ქმრის თვალთაგან, და შეიბილწა ფარულად, და მოწმე მის წინააღმდეგ არაა, და ზედ არავის წაუსწრია;
და ქმარს ეწია სული ეჭვიანობისა, და იგი იეჭვიანებს თავის ცოლზე, ხოლო ცოლი შებილწულია, ან თუ ეწვია სული ეჭვიანობისა და იგი ეჭვიანობს თავის ცოლზე, რომელიც არ არის შებილწული,
მიიყვანოს ქმარმა თავისი ცოლი მღვდელთან და მიიტანოს თავისი შესაწირავი ცოლისათვის ეფის მეათედი ქერის ფქვილისა, ოღონდ არ დაასხას მას ზეთი და არ დაადოს მას გუნდრუკი, რადგან ეს შესაწირავი ეჭვნეულობისაა, ხსოვნის შესაწირავია, რომელიც გაახსენებს ცოდვას.
და დააყენებს მღვდელი ამ ქალს უფლის წინაშე, და თავს გაუშიშვლებს ამ ქალს, და დაუდებს მას ხელის გულზე ხსოვნის შესაწირავს, ეს ეჭვნეულობის შესაწირავია, ხოლო მღვდელს ხელში ექნება მწარე წყალი, დამლახვრელი.
და დააფიცოს იგი მღვდელმა და უთხრას ქალს: „თუ კაცი არ დაწოლილა შენთან, და თუ გზას არ აცდენილხარ შებილწვით შენი ქმრის უფლების ქვეშ მყოფი, მაშინ უვნებელი იყავი ამ მწარე დამლახვრელი წყლისაგან;
და დააფიცოს მღვდელმა ეს ქალი წყევლის ფიცით, და უთხრას მღვდელმა ქალს: „მიგცეს შენ უფალმა წყევლასა და ფიცს შენს ხალხში, რომ უფალმა დაგიდამბლაოს საზარდული და გაგისიოს მუცელი.
და როდესაც შეასმევს მას ამ წყალს, თუ იგი შებილწულია და ნაღალატევი აქვს ქმრისთვის, ეს დამლახვრელი წყალი გამწარდება მასში, და გაუსივდება მუცელი, დაუდამბლავდება საზარდული, და იქნება ეს ქალი წყეული თავის ხალხში.
ან როცა მამაკაცს დაეუფლება სული ეჭვიანობისა, და იგი იეჭვიანებს თავის ცოლზე, მაშინ მიიყვანოს ეს ქალი უფლის წინაშე, და გაუკეთოს მას მღვდელმა ყოველივე ამ წესისამებრ.