და ნაკეთობა სასანთლისა ნაჭედი ოქროსი იყო. ღეროდან ყვავილებამდე ნაჭედი იყო ის. იმ გამოსახულების მიხედვით, რომელიც უჩვენა უფალმა მოსეს, ისე გააკეთა სასანთლე.
და საჩუქრად მივეცი ლევიანები აარონს და მის ძეთ ისრაელის ძეთაგან, რათა შეასრულონ ისრაელის ძეთა სამსახური საკრებულო კარავში და შეუნდონ ისრაელის ძეთ, რათა არ იყოს ისრაელის ძეთა შორის მომსრველი სენი, როცა ისრაელის ძენი საწმიდარს მიეკარებიან.“
და გააკეთეს ასე მოსემ და აარონმა და ისრაელის ძეთა მთელმა თემმა ლევიანთათვის. ყოველივე, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს ლევიანთა შესახებ, ისე გააკეთეს მათთვის ისრაელის ძეთ.
და განიწმიდნენ ცოდვისგან ლევიანები, და გაირეცხეს თავიანთი სამოსელი, და წარადგინა ისინი აარონმა შესარხევი შესაწირავივით უფლის წინაშე, და შეუნდო მათ აარონმა, რათა განეწმიდა ისინი.
და ამის შემდეგ შევიდნენ ლევიანები თავიანთი მსახურების შესასრულებლად საკრებულო კარავში აარონის წინაშე და მის ძეთა წინაშე. როგორც უბრძანა უფალმა მოსეს ლევიანთა შესახებ, ისე გაუკეთეს მათ.