და იყვნენ ადამიანები, რომელნიც შებილწულნი იყვნენ მკვდარი ადამიანის გვამების შეხების გამო და არ შეეძლოთ პასექის აღსრულება იმ დღეს. და მივიდნენ ისინი მოსესა და აარონის წინაშე იმ დღეს,
და უთხრეს იმ ადამიანებმა მას: „შებილწულნი ვართ მკვდარი ადამიანის გვამებთან შეხების გამო. რატომ უნდა მოვაკლდეთ და ვერ შევწიროთ შესაწირავი უფალს ისრაელის ძეთა შორის დანიშნულ დროს?“
„უთხარი ისრაელის ძეთ: ‘თუ ვინმე თქვენგანი ან თქვენი შთამომავალი შეიბილწება გვამებთან შეხებით, ან თუ შორეულ გზაზე იქნება, აღასრულოს მან პასექი უფლისათვის.
და კაცი, რომელიც სუფთაა და გზად არ არის და არ აღასრულებს პასექს, ის სული უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან, რადგან უფლის შესაწირავი არ შესწირა დანიშნულ დროზე. თავისი ცოდვა დაედება იმ კაცს.
და თუ იცხოვრებს თქვენთან ხიზანი და აღასრულებს პასექს უფლისათვის, წესის და რიგისამებრ აღასრულოს ის. ერთი წესი იყოს თქვენთვის ხიზნისათვისაც და ქვეყნის მკვიდრისათვისაც.“
და ხდებოდა, რომ ღრუბელი აყოვნებდა საღამოდან განთიადამდე, და დილას აიწევდა ღრუბელი, და ისინი აიყრებოდნენ. ანდა იდგა დღისით და ღამით, და როცა აიწევდა, ისინიც მაშინ აიყრებოდნენ.