|
| 1 |
|
| და კვლავ შევიდა სინაგოგაში და იყო იქ კაცი, რომელსაც ხელი ჰქონდა გამხმარი. |
|
| 2 |
|
| და უთვალთვალებდნენ, შაბათ დღეს თუ განკურნავდა, რომ ბრალი დაედოთ მისთვის. |
|
| 3 |
|
| და უთხრა ხელგამხმარ კაცს: „დადექი შუაში.“ |
|
| 4 |
|
| ეუბნება მათ: „შაბათ დღეს კეთილის კეთებაა ნებადართული თუ ბოროტისა? სიცოცხლის ხსნა თუ დაღუპვა?“ და დუმდნენ ისინი. |
|
| 5 |
|
| გადახედა მათ რისხვით მათი გულდახშულობით შეწუხებულმა, და უთხრა იმ კაცს: „გაიწოდე ხელი!“ და მანაც გაიწოდა და აღუდგა ხელი. |
|
| 6 |
|
| და გავიდნენ ფარისევლები და მაშინვე დაიწყეს თათბირი ჰეროდიანებთან ერთად მის წინააღმდეგ, როგორ დაეღუპათ იგი. |
|
| 7 |
|
| იესო კი თავის მოწაფეებთან ერთად ზღვისკენ გაემართა. დიდძალი ხალხი მისდევდა მას გალილეიდან და იუდეიდან, |
|
| 8 |
|
| იერუსალიმიდან, იდუმეადან, იორდანეს გაღმიდან. დიდძალი ხალხი მივიდა მასთან ტვიროსისა და სიდონის სანახებიდან, როდესაც გაიგეს, რა მოიმოქმედა. |
|
| 9 |
|
| და უთხრა თავის მოწაფეებს, ნავი გაემზადებინათ მისთვის, რათა ხალხს არ შეევიწროვებინა, |
|
| 10 |
|
| რადგან ბევრი განკურნა, ისე რომ ზედ აწყდებოდა ყველა, ვისაც რა სენი სჭირდა, და ცდილობდა, შეხებოდა მას. |
|
| 11 |
|
| უწმიდური სულებიც, როგორც კი მას დაინახავდნენ, ეცემოდნენ მის წინაშე და ყვიროდნენ და ამბობდნენ: „შენა ხარ ძე ღმერთისა!“ |
|
| 12 |
|
| და მკაცრად უბრძანებდა მათ, რათა არ გაემჟღავნებინათ იგი. |
|
| 13 |
|
| და ავიდა მთაზე და მოუხმო, ვინც მას სურდა, და მივიდნენ მასთან. |
|
| 14 |
|
| და დაადგინა თორმეტნი, რათა მასთან ერთად ყოფილიყვნენ და გაეგზავნა საქადაგებლად, |
|
| 15 |
|
| და ჰქონოდათ განკურნებისა და ეშმაკების განდევნის ხელმწიფება. |
|
| 16 |
|
| და დაადგინა თორმეტნი და უწოდა სახელად: სიმონს – პეტრე; |
|
| 17 |
|
| იაკობ ზებედესას და იოანეს, იაკობის ძმას უწოდა ბოანერგეს, რაც ნიშნავს – ქუხილის ძენი; |
|
| 18 |
|
| ანდრია და ფილიპე, ბართლომე და მათე, თომა და იაკობ ალფესი, თადეოზი და სიმონ კანანელი. |
|
| 19 |
|
| და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი. |
|
| 20 |
|
| და მივიდა სახლში და კვლავ იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ პურიც ვეღარ ჭამეს. |
|
| 21 |
|
| და გაიგეს მისიანებმა და მის შესაპყრობად წამოვიდნენ, რადგან ამბობდნენ: „შეშლილი არის!“ |
|
| 22 |
|
| იერუსალიმიდან ჩამოსულმა მწიგნობრებმა თქვეს: „ბელზებული ჰყავს და ეშმაკთა მთავრით სდევნის ეშმაკებს.“ |
|
| 23 |
|
| და მოუხმო მათ და იგავებით უთხრა: „როგორ შეუძლია სატანას სატანის განდევნა? |
|
| 24 |
|
| თუ სამეფო თავისივე თავის წინააღმდეგ გაიყოფა, ის სამეფო ვეღარ გაძლებს. |
|
| 25 |
|
| და თუ სახლი თავისივე თავის წინააღმდეგ გაიყოფა, ის სახლი ვეღარ გაძლებს; |
|
| 26 |
|
| და თუ სატანა თავის თავს წინ აღუდგა და გაიყო, ვეღარ გაძლებს, არამედ დაუდგა აღსასრული. |
|
| 27 |
|
| ვერავინ შეძლებს ძლიერის სახლში შესვლას და მისი ნივთების გატაცებას, თუ ჯერ ძლიერს არ შეკრავს, და მაშინღა გაძარცვავს მის სახლს. |
|
| 28 |
|
| ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ყველა ცოდვა და გმობა მიეტევება კაცთა შვილებს, რამდენსაც უნდა გმობდნენ; |
|
| 29 |
|
| ხოლო ვინც სულიწმიდას დაგმობს, აღარასოდეს მიეტევება, არამედ საუკუნო ცოდვის თანამდებია.“ – |
|
| 30 |
|
| რადგან თქვეს: „უწმიდური სული ჰყავს.“ |
|
| 31 |
|
| და მივიდნენ მისი ძმები და დედა, გარეთ დადგნენ და გაგზავნეს მის დასაძახებლად. |
|
| 32 |
|
| და ისხდა მის გარშემო ხალხი, და უთხრეს: „გარეთ არიან შენი დედა და შენი დები და შენი ძმები და გეძებენ.“ |
|
| 33 |
|
| მიუგო მათ და უთხრა: „ვინ არიან ჩემი დედა და ჩემი ძმები?“ |
|
| 34 |
|
| და გადახედა თავის გარშემო მსხდომთ და უთხრა: „აჰა, ჩემი დედა და ჩემი ძმები. |
|
| 35 |
|
| რადგან ის, ვინც ღმერთის ნებას ასრულებს, არის ჩემი ძმაც, დაც და დედაც.“ |
|
|
|
|