და არა მარტო მისი მოსვლით, არამედ აგრეთვე ნუგეშით, რომლითაც ნუგეშცემული იყო იგი თქვენით, როცა გვიამბო თქვენს სიბეჯითეზე, თქვენს ტირილზე, თქვენს თავგამოდებაზე ჩემს მიმართ და, ამრიგად, უფრო მეტად გავიხარე.
ახლა მე ვხარობ არა იმიტომ, რომ დამწუხრდით, არამედ იმიტომ, რომ დამწუხრდით მოსანანიებლად, რადგან დამწუხრდით ღვთის გულისათვის. ასე, რომ არაფერი დაგზიანებიათ ჩვენგან.
ვინაიდან იმან, ღვთის გულისათვის რომ დამწუხრდით, დახეთ, რამდენი რამ წარმოშვა თქვენში: როგორი სიბეჯითე, როგორი გამართლება, როგორი გულისწყრომა, როგორი შიში, როგორი სურვილი, როგორი მოშურნეობა, როგორი სასჯელი და ყველაფერში აჩვენეთ, რომ სუფთანი ხართ ამ საქმეში.
ამიტომ, თუ კიდეც მოგწერეთ თქვენ, არც შეურაცხმყოფელის გულისათვის და არც შეურაცხყოფილის გულისათვის, არამედ, რათა თქვენი გულმოდგინება ჩვენდამი გამოჩნდეს თქვენში ღვთის წინაშე.
თუ რამეში დავიკვეხე თქვენს შესახებ მის წინაშე, არ შევრცხვენილვარ. მაგრამ, როგორც ყველაფერს ჭეშმარიტად გელაპარაკებოდით, ასევე ჭეშმარიტი გამოდგა ჩვენი კვეხნა ტიტეს წინაშე.