Ბიბლია 2013
|
| 1 |
| და გადავუხვიეთ, და ავედით ბაშანის გზით. და გამოვიდა ყოგი, ბაშანის მეფე, მთელი თავისი ჯარით ჩვენთან საომრად ედრეყში. |
| 2 |
| და მითხრა უფალმა მე: „ნუ გეშინია მისი, რადგან მე ხელში ჩაგიგდე იგი და მთელი მისი ჯარი და მისი ქვეყანა. და ისე მოექცევი მას, როგორც სიხონს მოექეცი, ამორეველთა მეფეს, რომელიც ხეშბონში ცხოვრობდა.“ |
| 3 |
| და ხელში ჩაგვიგდო უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, ყოგი, ბაშანის მეფე, და მთელი მისი ჯარი. და მოვსპეთ იგი ისე, რომ არავინ დარჩენილა ცოცხალი. |
| 4 |
| და დავიპყარით ყველა მისი ქალაქი მაშინ; არ დარჩენილა ქალაქი, მათთვის რომ არ წაგვერთმია – ეს იყო 60 ქალაქი და მთელი არგობის მხარე და ყოგის სამეფო ბაშანში. |
| 5 |
| ყველა ეს ქალაქი გამაგრებული იყო მაღალი გალავნებით, კარიბჭეებით და ურდულებით; ამას გარდა – მრავალი უგალავნო ქალაქი. |
| 6 |
| შევმუსრეთ ისინი და დავარისხეთ – ისევე მოვექეცით, როგორც სიხონს, ხეშბონის მეფეს. იმ ქალაქებში ერთიანად შევმუსრეთ კაცი და ქალი, დიდი და პატარა. |
| 7 |
| მაგრამ საქონელი და ნადავლი იმ ქალაქებისა დავიტოვეთ. |
| 8 |
| და წავართვით იმ დროს ქვეყანა ორ ამორეველ მეფეს, იორდანეს გაღმა – არნონის ველიდან ხერმონის მთამდე. |
| 9 |
| (ციდონელები ხერმონს სირიონს უწოდებენ, ამორეველნი კი – სენირს). |
| 10 |
| ავიღეთ ბარის ყველა ქალაქი და მთელი გალაადი, მთელი ბაშანი სალქამდე და ედრეყამდე, ყოგის სამეფოს ქალაქები ბაშანში. |
| 11 |
| რადგან მხოლოდ ყოგი, ბაშანის მეფე, იყო დარჩენილი რეფაიმთაგან. აჰა, მისი სარეცელი რკინის სარეცელია, ის ყამონიანთა რაბათშია: ცხრა წყრთაა მისი სიგრძე და ოთხი წყრთაა მისი სიგანე, მამაკაცის წყრთით. |
| 12 |
| ეს ქვეყანა დავიპყარით მაშინ ყაროყერიდან, რომელიც არნონის დინებასთანაა; და ნახევარი გალაადის მთისა მისი ქალაქებიანად რეუბენიანებს და გადელებს მივეცი. |
| 13 |
| დანარჩენი გალაადი და მთელი ბაშანი, ყოგის სამეფო, მივეცი მანაშეს ნახევარტომს. (არგობის ყველა მიდამოს, მთელი ბაშანით, ძველად რეფაიმების ქვეყანას უწოდებდნენ. |
| 14 |
| იაირმა, მანაშეს ძემ, დაიპყრო არგობის მთელი მხარე, გეშურელთა და მაყაქათელთა საზღვრებამდე, და ბაშანს უწოდა თავისი სახელი: სოფლები იაირისა, როგორც ამ დღემდეა.) |
| 15 |
| და მაქირს მივეცი გალაადი. |
| 16 |
| ხოლო რეუბენის ტომსა და გადის ტომს მიწა მივეცი გალაადიდან არნონის ველამდე, ველის შუაწელამდე და მდინარე იაბოკამდე, რომლის იქითაც ყამონელები ცხოვრობენ. |
| 17 |
| ასევე მათ მივეცი ყარაბა და იორდანე საზღვრად, ქინერეთიდან ყარაბას ზღვამდე – მარილოვან ზღვამდე, ფისგას ფერდობებამდე, აღმოსავლეთით. |
| 18 |
| და გიბრძანეთ მე თქვენ იმ დროს ასე: „უფალმა, თქვენმა ღმერთმა, მოგცათ ეს ქვეყანა დასამკვიდრებლად. ყველა, ვისაც ბრძოლა შეუძლია, შეიარაღებულნი წინ გაუძეხით თქვენს ძმებს, ისრაელიანთ. |
| 19 |
| მხოლოდ თქვენი ცოლები, თქვენი პატარები და საქონელი – ვიცი, რომ უამრავი საქონელი გყავთ – დარჩნენ თქვენს ქალაქებში, რომლებიც მე მოგეცით. |
| 20 |
| როცა დააბინავებს უფალი თქვენს ძმებს თქვენსავით და დაიმკვიდრებენ ისინიც ქვეყანას, რომელსაც უფალი, თქვენი ღმერთი, აძლევს მათ იორდანეს გაღმა, მაშინ დაბრუნდით ყველანი თავ-თავის სამკვიდროში, რომელიც მე მოგეცით.“ |
| 21 |
| და იესოს ვუთხარი მაშინ: „შენი თვალით გაქვს ნანახი ყოველივე, რაც დამართა უფალმა, თქვენმა ღმერთმა, ამ ორ მეფეს. სწორედ იგივეს დამართებს უფალი ყველა სამეფოს, რომელზედაც შენ გადაივლი. |
| 22 |
| ნუ გეშინიათ მათი, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, იბრძვის თქვენთვის.“ |
| 23 |
| და ასე შევევედრე უფალს იმ დროს: |
| 24 |
| „უფალო, უფალო, შენ მიჩვენე მე, შენს მსახურს, შენი დიდება და შენი ძლიერი მარჯვენა. რომელი ღმერთია ცასა და მიწაზე, რომელიც შეძლებდა ისეთ საგმირო საქმეებს, როგორსაც შენ სჩადიხარ? |
| 25 |
| გთხოვ, გადამატარე მდინარე და მახილვინე ის კარგი ქვეყანა, რომელიც იორდანეს გაღმაა, და ის კარგი მთა, და ლიბანი!“ |
| 26 |
| მაგრამ განრისხდა უფალი ჩემზე თქვენს გამო და არ ისმინა ჩემი, და მომიგო: „კმარა, ამიერიდან ნუღარ დამელაპარაკები ამ საქმეზე. |
| 27 |
| ადი ფისგას მწვერვალზე და გაიხედე დასავლეთისკენ და ჩრდილოეთისკენ და სამხრეთისკენ და აღმოსავლეთისკენ, და დაინახე თვალით, რადგან არ გიწერია იორდანეს გაღმა გადასვლა. |
| 28 |
| და უბრძანე იესოს, და გაამხნევე იგი და გაამაგრე, რადგან ის გაუძღვება ამ ხალხს და დაუმკვიდრებს მათ ქვეყანას, რომელსაც შენ დაინახავ.“ |
| 29 |
| და დავდექით ველზე, ბეთ-ფეღორის ახლოს. |
|
| Შენახვა Შენიშვნები |
https://beblia.bible:81/BibleAudio/georgian2012/deuteronomy/003.mp3
34
3