ბიბლია 2002
|
| 1 |
| და ავიდა მოსე მოაბის ველებიდან ნებოს მთაზე, ფისგას მწვერვალზე, რომელიც იერიხოს პირდაპირაა. და უჩვენა მას უფალმა მთელი გილყადის ქვეყანა დანამდე, |
| 2 |
| და მთელი ნაფთალი, და ქვეყანა ეფრემისა და მენაშესი, და მთელი ქვეყანა იუდასი, ზღვამდე, |
| 3 |
| და ნეგები, და იერიხოს მხარის ტაფობი, პალმების ქალაქისა, ცოყარამდე. |
| 4 |
| და უთხრა უფალმა მას: „ეს არის ქვეყანა, რომელიც შევფიცე მე აბრაამს, ისაკსა და იაკობს ასე: ‘შენს შთამომავლობას მივცემ მას’. საკუთარი თვალით გახილვინე, მაგრამ ვერ შეხვალ იქ.“ |
| 5 |
| და მოკვდა იქ მოსე, უფლის მსახური, მოაბის ქვეყანაში, უფლის სიტყვისამებრ. |
| 6 |
| და დამარხეს იგი ველზე, მოაბის ქვეყანაში, ბეთ-ფეღორის პირდაპირ, და დღემდე არავინ იცის მისი საფლავი. |
| 7 |
| და იყო მოსე ასოცი წლისა, როცა მოკვდა. თვალთ არ დაკლებია და ძალა არ გამოლევია. |
| 8 |
| და იტირეს ისრაელიის ძეთ მოსე მოაბის ველებზე ოცდაათ დღეს. და მიიწურა მოსეს ტირილისა და გლოვის დღეები. |
| 9 |
| და იესო, ნავეს ძე, აღივსო სიბრძნის სულით, რადგან დაასხა მოსემ ხელები მას. და ემორჩილებოდნენ მას ისრაელის ძენი და ისე იქცეოდნენ, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. |
| 10 |
| და აღარ აღმდგარა წინასწარმეტყველი ისრაელში მსგავსი მოსესი, რომელსაც პირისპირ იცნობდა უფალი, |
| 11 |
| ყველა იმ ნიშნითა და სასწაულით, რომელთა მოსახდენადაც მოავლინა უფალმა მოსე ეგვიპტის ქვეყანაში ფარაონის, ყველა მისი მსახურისა და მთელი მისი ქვეყნის წინააღმდეგ, |
| 12 |
| ძლიერი ხელით და ყოველი დიდი სასწაულით, რომელნიც მოიმოქმედა მოსემ მთელი ისრაელის თვალწინ. |
| შენახვა შენიშვნები |
https://beblia.bible:81/BibleAudio/georgian2002/deuteronomy/034.mp3
34
34