×

Ბიბლია 2013

მეორე რჯული 34

1
და ავიდა მოსე მოაბის ველებიდან ნებოს მთაზე, ფისგას თხემზე, რომელიც იერიხოს პირდაპირაა. და უჩვენა მას უფალმა მთელი გალაადის ქვეყანა დანამდე,
2
და მთელი ნაფთალი, და ქვეყანა ეფრემისა და მანაშესი, და მთელი ქვეყანა იუდასი, დასავლეთის ზღვამდე,
3
და ნეგები და იერიხოს ხეობის შემოგარენი, ფინიკების ქალაქი, ცოყარამდე.
4
და უთხრა უფალმა მას: „ეს არის ქვეყანა, რომელზეც შევფიცე აბრაამს, ისააკსა და იაკობს ასე: შენს შთამომავლობას მივცემ-მეთქი მას. საკუთარი თვალით გახილვინე, მაგრამ ვერ შეხვალ იქ.“
5
და მოკვდა მოსე, უფლის მსახური, მოაბის ქვეყანაში, უფლის სიტყვისამებრ.
6
და დამარხეს იგი მოაბის ქვეყანაში, ბეთ-ფეღორის პირდაპირ, ველზე, და დღემდე არავინ იცის მისი საფლავი.
7
მოსე იყო 120 წლისა, როცა მოკვდა. თვალთ არ დაკლებია და ძალა არ გამოლევია.
8
და დასტიროდნენ ისრაელიანები მოსეს მოაბის ველებზე 30 დღე. და მიიწურა მოსეს ტირილისა და გლოვის დღეები.
9
და იესო, ნავეს ძე, აღივსო სიბრძნის სულით, რადგან ხელი დაასხა მას მოსემ. და ემორჩილებოდნენ მას ისრაელიანები და ისე იქცეოდნენ, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
10
და აღარ აღმდგარა წინასწარმეტყველი ისრაელში მსგავსი მოსესი, რომელსაც პირისპირ იცნობდა უფალი,
11
ყველა იმ ნიშნითა და სასწაულით, რომელთა მოსახდენადაც მოავლინა უფალმა მოსე ეგვიპტის ქვეყანაში ფარაონის, ფარაონის ყველა მსახურისა და მთელი მისი ქვეყნის წინააღმდეგ,
12
იმ ძლიერი ხელით და ყოველი დიდი სასწაულებით, რომელნიც მოიმოქმედა მოსემ მთელი ისრაელის თვალწინ.
Georgian Bible 2013
Standard Georgian Bible United Bible Societies representation in Georgia, 2013
:
Შენახვა Შენიშვნები