ბიბლია 2013
|
| 1 |
| ამიტომ, რაკი ვეღარ მოვითმინეთ უთქვენობა, ვარჩიეთ ათენში მარტო დარჩენა |
| 2 |
| და გამოვგზავნეთ ტიმოთე, ჩვენი ძმა და ღმერთის მსახური ქრისტეს სახარებაში, რათა გაგვემტკიცებინეთ და გვენუგეშებინეთ თქვენს რწმენაში, |
| 3 |
| რათა არავინ შერყეულიყო ამ გასაჭირში, რადგან, თქვენც იცით, რომ საამისოდ ვართ დადგენილნი. |
| 4 |
| როცა თქვენთან ვიმყოფებოდით, წინასწარ გეუბნებოდით, რომ ჭირი მოგველოდა, რაც ახდა კიდეც და იცით. |
| 5 |
| ამიტომ ვეღარ მოვითმინე და გამოვგზავნე ის თქვენი რწმენის ამბის შესატყობად, ვაითუ განსაცდელში შეგიყვანათ გამომცდელმა და ჩვენი შრომა ფუჭი გამოდგა. |
| 6 |
| ახლა კი, როცა ტიმოთე თქვენგან დაბრუნდა და გვახარა თქვენი რწმენისა და სიყვარულის ამბავი, რომ თქვენ ყოველთვის კეთილად გახსოვართ და გსურთ ჩვენი ხილვა, როგორც ჩვენ – თქვენი, |
| 7 |
| ვინუგეშეთ თავი თქვენით, ძმებო, ყველა ჩვენს უბედურებასა თუ გასაჭირში, თქვენი რწმენით. |
| 8 |
| რადგან ახლა ვცოცხლობთ, რაკიღა მტკიცედ დგახართ უფალში. |
| 9 |
| როგორი მადლობა შეგვიძლია შევწიროთ ღმერთს თქვენი გულისათვის ყველა იმ სიხარულის გამო, რომლითაც ვხარობთ თქვენით ჩვენი ღმერთის წინაშე, |
| 10 |
| ღამით და დღისით მხურვალედ ვლოცულობთ, რათა ვიხილოთ თქვენი სახე და შევავსოთ ის, რაც აკლია თქვენს რწმენას. |
| 11 |
| დაე თავად ჩვენმა ღმერთმა და მამამ და ჩვენმა უფალმა იესომ წარმართოს ჩვენი გზა თქვენსკენ. |
| 12 |
| უფალმა გაზარდოს და გაამრავლოს თქვენი სიყვარული ერთმანეთისა და ყველას მიმართ, როგორც ჩვენ გვიყვარხართ თქვენ, |
| 13 |
| რათა განმტკიცდეს თქვენი გული უმწიკვლოდ სიწმიდეში ჩვენი ღმერთისა და მამის წინაშე ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისას ყველა თავის წმიდასთან ერთად. |
| შენახვა შენიშვნები |
https://beblia.bible:81/BibleAudio/georgian2012/1thessalonians/003.mp3
5
3