ბიბლია 2013
|
| 1 |
| შეგაგონებ, რომ უწინარეს ყოვლისა აღასრულო ვედრებანი, ლოცვანი, შუამდგომლობანი და მადლობანი ყოველი ადამიანისათვის, |
| 2 |
| მეფეებისა და ყველა მბრძანებლისათვის, რათა მშვიდად და წყნარად ვიცხოვროთ სრულ ღვთისმოსაობასა და პატიოსნებაში, |
| 3 |
| ეს კეთილია და სათნოა ჩვენი მაცხოვრის, ღმერთის წინაშე, |
| 4 |
| რომელსაც სურს, რომ ყველა ადამიანი გადარჩეს და მისწვდეს ჭეშმარიტების შემეცნებას. |
| 5 |
| რადგან ერთია ღმერთი და ერთია შუამავალი ღმერთსა და ადამიანთა შორის – ადამიანი ქრისტე იესო, |
| 6 |
| რომელმაც თავი გასწირა ყველას გამოსასყიდად, ეს იყო მოწმობა, რომელიც განხორციელდა თავის დროზე, |
| 7 |
| რისთვისაც მე დადგენილი ვარ მქადაგებლად და მოციქულად – ჭეშმარიტებას ვამბობ ქრისტეში, არ ვცრუობ, – წარმართთა მოძღვრად რწმენასა და ჭეშმარიტებაში. |
| 8 |
| ამგვარად, ჩემი სურვილია, რომ ყველა ადგილას ლოცულობდნენ კაცები, წმიდა ხელების აპყრობით, რისხვისა და კამათის გარეშე. |
| 9 |
| ასევე ქალებმაც თავი შეიმკონ უბრალო სამოსითა და წესიერებით, და არა თმის დაწვნით და ოქროთი, ან მარგალიტებით, ან ძვირფასი ტანსაცმლით, |
| 10 |
| არამედ კეთილი საქმეებით, როგორც შეჰფერით ქალებს, რომლებმაც ღვთისმოსაობა არჩიეს. |
| 11 |
| ქალი უნდა სწავლობდეს მდუმარედ, სრული მორჩილებით. |
| 12 |
| ქალს არ ვაძლევ სწავლების ნებას, არც ქმარზე ბატონობისას, არამედ მდუმარედ იყოს. |
| 13 |
| რადგან პირველად ადამი შეიქმნა და მერე ევა. |
| 14 |
| და ადამი კი არ შემცდარა, არამედ ქალი შეცდა და ცოდვაში ჩავარდა. |
| 15 |
| თუმცა გადარჩება შვილიერებით, თუ იდგება რწმენაში, სიყვარულსა და სიწმიდეში წესიერებით. |
| შენახვა შენიშვნები |
https://beblia.bible:81/BibleAudio/georgian2012/1timothy/002.mp3
6
2