|
| 1 |
|
| ამრიგად, შენ, ჩემო შვილო, გაძლიერდი მადლით, რომელიც ქრისტე იესოშია. |
|
| 2 |
|
| და რაც მოისმინე ჩემგან მრავალ მოწმესთან ერთად, გადაეცი სარწმუნო ადამიანებს, რომელთაც სხვების სწავლების უნარი ექნებათ. |
|
| 3 |
|
| გაიზიარე ჩემი ტანჯვა, როგორც ქრისტე იესოს კეთილმა მეომარმა. |
|
| 4 |
|
| არც ერთი მეომარი არ გაეხვევა ცხოვრებისეულ საქმეებში, რათა აამოს მეთაურს. |
|
| 5 |
|
| შეჯიბრშიც გვირგვინს ვერავინ მიიღებს, თუ უწესოდ იბრძოლებს. |
|
| 6 |
|
| მიწისმუშაკს მართებს პირველმა მიიღოს ნაყოფი. |
|
| 7 |
|
| დაფიქრდი ჩემს ნათქვამზე, რადგან უფალი მოგცემს ყველაფრის გაგებას. |
|
| 8 |
|
| გახსოვდეს მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტე, დავითის შთამომავალი, ჩემი სახარების მიხედვით, |
|
| 9 |
|
| რომლისთვისაც ვიტანჯები თვით ბორკილებამდე, როგორც ბოროტმოქმედი, მაგრამ ღმერთის სიტყვისთვის არ არსებობს ბორკილები. |
|
| 10 |
|
| ამიტომ ყოველივეს ვითმენ რჩეულთათვის, რათა მათაც მიიღონ ხსნა ქრისტე იესოში საუკუნო დიდებასთან ერთად. |
|
| 11 |
|
| სარწმუნოა სიტყვა: თუ მასთან ერთად მოვკვდებით, მასთან ერთად ვიცოცხლებთ. |
|
| 12 |
|
| თუ მოვითმენთ, მასთან ერთად ვიმეფებთ. თუ უარვყოფთ, ისიც უარგვყოფს ჩვენ. |
|
| 13 |
|
| თუ ჩვენ ურწმუნონი ვიქნებით, ის სარწმუნო დარჩება, რადგან საკუთარ თავს ვერ უარყოფს. |
|
| 14 |
|
| ეს შეახსენე და დაუმოწმე მათ ღმერთის წინაშე, არ იკინკლაონ სიტყვების გამო უსარგებლოდ, მსმენელთა დასაღუპად. |
|
| 15 |
|
| ეცადე თავი ღირსეულად წარუდგინო ღმერთს, შეურცხვენელ მუშაკად, ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადამცემად. |
|
| 16 |
|
| მოერიდე უკეთურ ლაყბობას, რომელსაც ამგვარად მოქმედნი უღვთოებისაკენ მიჰყავს. |
|
| 17 |
|
| მათი სიტყვა სჭამს თავის გარშემო სირსველისავით. ასეთები არიან ჰიმენეოსი და ფილეტოსი, |
|
| 18 |
|
| რომლებიც განუდგნენ ჭეშმარიტებას. ამბობენ, რომ აღდგომა უკვე იყო და ზოგიერთებს უუკუღმართებენ რწმენას. |
|
| 19 |
|
| ღმერთის მტკიცე საფუძველი კი დგას და აქვს ეს ბეჭედი: „ცნობს უფალი თავისიანებს“ და „განშორდეს უსამართლობას ყველა, ვინც მოუხმობს უფლის სახელს.“ |
|
| 20 |
|
| დიდ სახლში კი არა მარტო ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელია, არამედ ხისა და თიხისაც, ზოგი საპატიო, ზოგი არასაპატიო მოხმარებისთვის. |
|
| 21 |
|
| ამრიგად, ვინც ამისგან გასუფთავდება, ის იქნება საპატიო ჭურჭელი, განწმედილი და ხელმწიფისათვის სახმარი, ყოველი კეთილი საქმისათვის გამზადებული. |
|
| 22 |
|
| ყმაწვილკაცურ გულისთქმებს გაექეცი. მისდიე სამართლიანობას, რწმენას, სიყვარულს, მშვიდობას ყველასთან, ვინც სუფთა გულით მოუხმობს უფალს. |
|
| 23 |
|
| სულელურ და უმეცარ პაექრობებს მოერიდე. შენ ხომ იცი, რომ ისინი მხოლოდ უთანხმოებას ბადებენ. |
|
| 24 |
|
| ღმერთის მონას კი არ მართებს პაექრობა, არამედ თვინიერი უნდა იყოს ყველას მიმართ, დამმოძღვრავი, უბოროტო. |
|
| 25 |
|
| მშვიდად ასწავლიდეს მოწინააღმდეგეთ, ვინძლო მისცეს მათ ღმერთმა მონანიება ჭეშმარიტების შესაცნობად, |
|
| 26 |
|
| რათა გონს მოეგონ და თავი დააღწიონ ეშმაკის მახეს, რომელმაც თავის ნებაში მოამწყვდია ისინი. |
|
|
|
|