ბიბლია 2002
|
| 1 |
| შენ კი ილაპარაკე ის, რაც შეჰფერის საღ მოძღვრებას, |
| 2 |
| რათა ბერიკაცები იყვნენ ფხიზელნი, ღირსეულნი, აზრიანნი, საღნი სარწმუნოებაში, სიყვარულში, მოთმინებაში. |
| 3 |
| ასევე მოხუცი დედაკაცებიც – ქცევით ღირსეულნი, არა ცილისმწამებელნი, არა ღვინის მონანი, არამედ სიკეთის მასწავლებელნი, |
| 4 |
| რათა ასწავლონ ყმაწვილქალებს, უყვარდეთ ქმრები, უყვარდეთ შვილები, |
| 5 |
| იყვნენ აზრიანნი, სუფთანი, ოჯახზე მზრუნველნი, კეთილნი, თავიანთი ქმრების მორჩილნი, რათა არ იგმობოდეს ღვთის სიტყვა. |
| 6 |
| ჭაბუკებსაც შეაგონე, რომ თავშეკავებულნი იყვნენ. |
| 7 |
| ყველაფერში გამოიჩინე თავი კეთილ საქმეთა მაგალითად: მოძღვრებაში – შეურყვნელობა, სიდინჯე, |
| 8 |
| სიტყვა ნათელი, უკიცხველი, რათა მოწინააღმდეგეს შერცხვეს და ცუდი ვერაფერი თქვას ჩვენზე. |
| 9 |
| მონები თავიანთ პატრონებს დაემორჩილონ ყველაფერში, აამონ, სიტყვას ნუ შეუბრუნებენ, |
| 10 |
| არაფერი მოიპარონ, არამედ გამოიჩინონ სრული ერთგულება, რათა ყველაფრით შეამკონ ჩვენი მაცხოვარი ღვთის მოძღვრება. |
| 11 |
| ვინაიდან გამოჩნდა ღვთის მადლი, ყველა ადამიანის მხსნელი, |
| 12 |
| ჩვენს დასამოძღვრად, რათა უარვყოთ უღვთოება და ამქვეყნიური გულისთქმანი, და ვიცხოვროთ ამ საუკუნეში აზრიანად, სიმართლით და ღვთისმოსაობით. |
| 13 |
| მოველოდეთ ნეტარ სასოებას და ჩვენი დიდი ღმერთისა და მაცხოვრის ქრისტე იესოს დიდების გაცხადებას, |
| 14 |
| რომელმაც თავი დასდო ჩვენთვის, რათა გამოვესყიდეთ ყოველგვარი ურჯულოებისაგან და განეწმიდა თავისთვის რჩეული ხალხი, კეთილი საქმეების მოშურნე. |
| 15 |
| ეს ელაპარაკე, შეაგონე და ამხილე მთელი ძალით. ნურც ნურვინ უგულებელგყოს შენ. |
| შენახვა შენიშვნები |
https://beblia.bible:81/BibleAudio/georgian2002/titus/002.mp3
3
2