Ბიბლია 2013
|
| 1 |
| ამიტომ გვმართებს მეტი გულისყური მოსმენილისადმი, რათა არ გადავუხვიოთ. |
| 2 |
| რადგან, თუ ანგელოზების მიერ ნათქვამი სიტყვა მტკიცე იყო და ყოველი დანაშაული და ურჩობა იღებდა კუთვნილ საზღაურს, |
| 3 |
| როგორ გადავრჩებით თუ უგულვებელვყოფთ ეგზომ დიდ ხსნას, რომელიც პირველად უფლის მიერ გამოცხადდა და გამგონეთა მეშვეობით განმტკიცდა ჩვენში! |
| 4 |
| ხოლო ღმერთმა დაამოწმა იგი ნიშნებით, სასწაულებითა და სხვადასხვა ძალით, და წმიდა სულის განაწილებით თავისი ნებისამებრ. |
| 5 |
| რადგან, ანგელოზებს კი არ დაუმორჩილა ღმერთმა მომავალი სამყარო, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ. |
| 6 |
| სადღაც ვინმე ამოწმებს და ამბობს: „რა არის ადამიანი, რომ გახსოვს ის? ან კაცის ძე, რომ მოინახულებ? |
| 7 |
| მცირედ დაამცირე იგი ანგელოზთა წინაშე. დიდებით და პატივით დააგი გვირგვინი, |
| 8 |
| ყოველივე დაუმორჩილე მას ფეხთა ქვეშ.“ ხოლო თუ ყოველივე დაუმორჩილა მას, მაშ არაფერი დაუტოვებია მისთვის დაუმორჩილებელი. ახლა კი, ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ, რომ ყოველივე მას ემორჩილებოდეს. |
| 9 |
| მაგრამ ჩვენ ვხედავთ იესოს, რომელიც მცირე ხნით იყო დამცირებული ანგელოზთა წინაშე, დიდებითა და პატივით დაგვირგვინებულს სიკვდილის ტანჯვის გავლის გამო, რადგან ღმერთის მადლით ყველასთვის სიკვდილი ეგემა. |
| 10 |
| რადგან შეჰფეროდა მას, ვისთვისაც არის ყოველივე და ვის მიერაც არის ყოველივე, ვინც მრავალი ძე მიიყვანა დიდებამდე, რომ მათი ხსნის წინამძღოლი სრულეყო ტანჯვით. |
| 11 |
| რადგან განმწმედელი და განწმედილნი ყველანი ერთისგან არიან. ამ მიზეზით არ რცხვენია, უწოდოს მათ ძმები, |
| 12 |
| როცა ამბობს: „ვაუწყებ შენს სახელს ჩემს ძმებს, კრებულს შორის გადიდებ შენ.“ |
| 13 |
| და კიდევ: „მე მივენდობი მას.“ და კიდევ: „აჰა, მე და შვილები, რომლებიც მომცა ღმერთმა.“ |
| 14 |
| რაკი შვილები სისხლისა და ხორცის მოზიარენი არიან, თავადაც ეზიარა სისხლსა და ხორცს, რათა სიკვდილით გააქარწყლოს ის, ვისაც სიკვდილის ხელმწიფება აქვს, ესე იგი ეშმაკი, |
| 15 |
| და გაათავისუფლოს ისინი, ვინც სიკვდილის შიშით მთელი სიცოცხლე მონობაში იყო. |
| 16 |
| რადგან, ანგელოზებს კი არ იღებს, არამედ აბრაამის ნაშიერს იღებს. |
| 17 |
| ამიტომ იგი ყველაფერში უნდა დამსგავსებოდა ძმებს, რათა ყოფილიყო მოწყალე და ერთგული მღვდელმთავარი ღმერთის წინაშე ხალხის ცოდვების შესაწყნარებლად. |
| 18 |
| რადგან, როგორც თვითონ იტანჯა და გამოიცადა, ისე შეუძლია დაეხმაროს განსაცდელში მყოფთ. |
|
| Შენახვა Შენიშვნები |
https://beblia.bible:81/BibleAudio/georgian2012/hebrews/002.mp3
13
2