Ბიბლია 2013
|
| 1 |
| ამრიგად, მოიშორეთ ყოველგვარი ბოროტება, ყოველგვარი მზაკვრობა და პირფერობა, და შური, და ყოველგვარი ავსიტყვაობა. |
| 2 |
| როგორც ახალშობილმა ჩვილებმა, ისურვეთ უმწიკვლო სულიერი რძე, რათა ამით გაიზარდოთ ხსნისათვის, |
| 3 |
| თუ იგემეთ, რომ ტკბილია უფალი, |
| 4 |
| მიდით მასთან – ცოცხალ ქვასთან, რომელიც დაიწუნეს ადამიანებმა, ღმერთისაგან კი რჩეული და პატივდებულია. |
| 5 |
| და თქვენც აშენდით, როგორც ცოცხალი ქვები, სულიერ სახლად, წმიდა სამღვდელოებად, რათა შესწიროთ ღმერთის მოსაწონი სულიერი მსხვერპლები იესო ქრისტეს მიერ. |
| 6 |
| რადგან ნათქვამია წერილში: „აჰა, მე ვდებ სიონში ქვას, ქვაკუთხედს, რჩეულსა და ძვირფასს და მისი მორწმუნე არ შერცხვება.“ |
| 7 |
| ამიტომ თქვენთვის, მორწმუნეთათვის, პატივდებულია იგი, ურწმუნოთათვის კი „ქვა, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, იქმნა კუთხის ქვად“ |
| 8 |
| და „წაფორხილების ქვად და შებრკოლების კლდედ.“ მათ წაიფორხილეს, რადგან ეურჩებიან სიტყვას და სწორედ ამისათვის იყვნენ განწესებულნი. |
| 9 |
| თქვენ კი რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმიდა ერი, წილხვედრილი ხალხი, რათა გამოაცხადოთ მისი სათნოებანი, ვინც სიბნელიდან თავისი საკვირველი ნათლისაკენ გამოგიხმოთ. |
| 10 |
| ოდესღაც არახალხი, – ახლა ღმერთის ხალხი ხართ. ოდესღაც არაშეწყალებულნი, – ახლა შეწყალებულნი ხართ. |
| 11 |
| საყვარელნო, შეგაგონებთ, როგორც ხიზნებსა და მწირებს, განეშორეთ ხორციელ გულისთქმებს, რომლებიც სულის წინააღმდეგ იბრძვიან. |
| 12 |
| კეთილად მოიქეცით წარმართთა შორის, რათა რისთვისაც გაძაგებენ, როგორც ბოროტმოქმედებს, იმაში დაინახონ თქვენი კეთილი საქმეები და ადიდონ ღმერთი მოხედვის დღეს. |
| 13 |
| დაემორჩილეთ ყოველ ადამიანურ ხელმწიფებას უფლის გულისათვის, იქნება ეს მეფე, როგორც უმაღლესი ხელისუფალი, |
| 14 |
| თუ განმგებელი, როგორც მის მიერ მოვლინებული ბოროტმოქმედთა დასასჯელად და კეთილისმოქმედთა საქებრად. |
| 15 |
| რადგან ასეთია ნება ღვთისა: რათა კეთილის ქმნით დაადუმოთ უგუნურ ადამიანთა უმეცრება, |
| 16 |
| როგორც თავისუფლებმა, ოღონდ ნუ გამოიყენებთ თავისუფლებას ბოროტების საფარად, არამედ როგორც ღმერთის მონებმა. |
| 17 |
| ყველას პატივი ეცით, გიყვარდეთ საძმო, ღმერთის გეშინოდეთ, მეფეს პატივი მიაგეთ. |
| 18 |
| მსახურნო, დაემორჩილეთ ბატონებს ყველაფერში რიდით, არა მარტო კეთილებსა და შემწყნარებლებს, არამედ მრისხანეთაც. |
| 19 |
| რადგან მადლი ის არის, თუ ვინმე სინდისის გამო უსამართლოდ იტანჯება და ღმერთის გულისათვის იტანს გასაჭირს. |
| 20 |
| რადგან, თუ დანაშაულისათვის გცემენ და ითმენთ, რა საქებარია? ხოლო თუ კეთილი საქმეებისთვის იტანჯებით და ითმენთ, ეს მადლია ღმერთის წინაშე. |
| 21 |
| ამისათვის ხართ მოწოდებულნი, ქრისტეც ხომ იტანჯა თქვენთვის და მაგალითიც დაგიტოვათ, რათა მის კვალს მიჰყვეთ; |
| 22 |
| „მას არც ცოდვა ჩაუდენია და არც მზაკვრობა გაჰკარებია მის ბაგეს;“ |
| 23 |
| რომელსაც ლანძღავდნენ და ლანძღვით არ პასუხობდა, იტანჯებოდა და არ იმუქრებოდა, არამედ მიენდო სიმართლით განმკითხველს, |
| 24 |
| რომელმაც ჩვენი ცოდვები თვით აზიდა ძელზე თავისი სხეულით, რათა ცოდვისათვის მკვდრებმა სიმართლისათვის ვიცოცხლოთ; მისი ჭრილობებით განიკურნეთ თქვენ. |
| 25 |
| ცხვრებივით გზააბნეულნი იყავით და ახლა კი დაუბრუნდით მწყემსსა და თქვენს სულთა მეურვეს. |
|
| Შენახვა Შენიშვნები |
https://beblia.bible:81/BibleAudio/georgian2012/1peter/002.mp3
5
2