ხუთნი ესე სამთავრონი უცხოთესლთანი და ყოველნივე ქანანელნი და სიდონელნი და ეველნი, და რომელი დამკჳდრებულ იყო ლიბანესა ზედა, მთითგან აერმონით ვიდრე ლაბკმათმდე.
და იყვნეს, რათა გამოცადოს მათ შორის ისრაჱლი, და რათა უწყოდის, უკუეთუ ისმინნეს, მცნებანი უფლისანი, ანუ არა, რომელი-იგი ამცნო მამათა მათთა ჴელითა მოსესითა.
და ღაღად-ყვეს ძეთა ისრაჱლისათა უფლისა მიმართ. და აღუდგინა უფალმან მჴსნელი ისრაჱლსა და იჴსნნა იგინი გოთონიელ, ძემან კენეზისმან, ძისა ქალებისმან უმრწემესისამან.
და ისმინა მათი უფალმან. და შჯიდა იგი ისრაჱლსა და განვიდა ბრძოლად ქუსარსათემისა; და მოსცა უფალმან ჴელთა მისთა ქუსარსათემ, მეფე ასურეთისაჲ. და განმტკიცნა ჴელი მისი ქუსარსათემის ზედა.
და შესძინნეს ძეთა ისრაჱლისათა ყოფად ბოროტისა წინაშე უფლისა. და განაძლიერა უფალმან ეგლომ, მეფე მოაბისაჲ, ისრაჱლსა ზედა ამისთჳს, რამეთუ ყვეს ბოროტი წინაშე უფლისა.
და ღაღად-ყვეს ძეთა ისრაჱლისათა უფლისა მიმართ და აღუდგინა მათ უფალმან მჴსნელად აოდ, ძე გერაჲსი. ძისა იემენელისაჲ, კაცი ორითავე ჴელითა მარჯუენე. და მიუძღუანეს ძეთა ისრაჱლისათა ჴელითა მისითა ძღუენი ეგლომს, მეფესა მოაბისასა.
და ეგლომ გამო-ოდენ-სრულ იყო კერპთა მისთაგან გალგალის თანა და ჰრქუა აოდ ეგლომს: სიტყუაჲ მიჴმს ფარულად შენდამი, მეფე. და ჰრქუა ეგლომ: დადუმენ! და გამოვიდეს წინაშემდგომელნი იგი მისგან.
და მოვიდა მახლობელ მისა. და იყო, ვითარცა ა-ოდენ-დგა იგი, მიყო აოდ ჴელი მარცხენე მისი, და აღმოიჴადა მახჳლი იგი ორპირი ბარკლისაგან მარჯუენისა მისისა, და სცა მუცელსა ეგლომისსა.
და ელოდეს და ეშინოდა რეკად კარისა და, აჰა ესერა, არა ვინ იყო, რომელმანცა განახუნა კარნი მის ქორისანი და მოიღეს კლიტე. და განაღეს კარნი მის ქორისანი და იხილეს და უფალი მათი იდვა ქუეყანასა ზედა მკუდარი.
და აოდ განერა და შევარდა ტიროთად, ვიდრე იგინი შფოთსაღა შინა იყვნეს. და არავინ იყო, რომელმანცა გულისხმა-ყო მისთჳს. და იგი თანაწარჰჴდა გამოქანდაკებულთა მათ, და განერა და შევარდა ტიროთად.
და ჰრქუა მათ აოდ: მოდით ჩემ თანა, რამეთუ მოგცნა უფალმან ღმერთმან თქუენმან მტერნი თქუენნი მოაბელნი ჴელთა თქუენთა. და მივიდეს მის თანა და დაიპყრეს წიაღსავალი იგი იორდანისაჲ, რომელ არს მოაბელთა, და არა უტევეს კაცი წიაღსლვად.