„ჰკითხეთ ყველა შექემელს: ‘რა გირჩევნიათ – მთელი სამოცდაათი კაცი, იერუბაყალის ყველა ძე, ხელმწიფებდეს თქვენზე, თუ მე, ერთი კაცი, ვხელმწიფებდე თქვენზე?’ და გახსოვდეთ, რომ მე თქვენი ძვალი და თქვენი ხორცი ვარ.“
და მივიდა თავისი მამის სახლში, ყოფრაში, და ერთ ქვაზე დაკლა თავისი ძმები, იერუბაყალის ძენი, სამოცდაათი კაცი, და მხოლოდ იოთამი გადარჩა, იერუბაყალის უმცროსი ვაჟი, რადგან დაიმალა.
და შეატყობინეს იოთამს, და წავიდა ისიც და გადმოდგა გერიზიმის მთის თხემზე, და აღიმაღლა ხმა, და დაიძახა და უთხრა მათ: „ისმინეთ ჩემი, შექემელებო, რათა ღმერთმა გისმინოთ!
და უთხრა კვრინჩხმა ხეებს: ‘თუ თქვენ მართლა თქვენს მეფედ მცხებთ, მოდით, შემოეფარეთ ჩემს ჩრდილს; და თუ არა და, ამოვარდეს კვრინჩხიდან ცეცხლი და შთაინთქას ლიბანის ნაძვები.’
და თქვენ დღეს წინ აღუდექით მამაჩემის სახლს და ერთ ქვაზე დაკალით მისი ძეები, სამოცდაათი კაცი და აბიმელექი, მისი ხარჭას ვაჟი, შექემელებზე გაამეფეთ, რადგან თქვენი მოძმეა იგი.
თუ არა და, ამოვარდეს ცეცხლი აბიმელექისაგან და შთანთქას შექემელები და მილოს სახლი; ამოვარდეს ცეცხლი შექემელთაგან და მილოს სახლიდან და შთანთქას აბიმელექი!“
რათა მოწეულიყო იერუბაყალის სამოცდაათი ძის მიმართ ჩადენილი ბოროტმოქმედება და მათი სისხლი მოჰკითხოდა აბიმელექს, მათ ძმას, რომელმაც დახოცა ისინი, და შექემელებსაც, რომელთაც ხელი გაუმაგრეს, რომ თავისი ძმები დაეხოცა.
და თქვა გაყალ ყებედის ძემ: „ვინ არის აბიმელექი და რა არის შექემი, მას რომ ვემსახუროთ? განა იერუბაყალის ძე არ არის ის და განა ზებული, არ არის მისი მოხელე? უკეთესია ემსახუროთ ხამორს, შექემის მამას, მას რატომ უნდა ვემსახუროთ?
და განთიადისას, მზის ამოსვლისას, ადექი დილაადრიან და შემოუტიე ქალაქს; და წამოვლენ შენზე თვითონ და მასთან მყოფი ხალხი და მაშინ ის უყავი მას, რაც შენს ხელს ძალუძს.“
და უთხრა მას ზებულმა: „სად არის შენი ბაგე, რომლითაც თქვი: ‘ვინ არის აბიმელექი, მას რომ ვემსახურებოდეთ?’ აგერ, ეს ხალხია, შენ რომ მოიძულე. გადი და შეები მათ.“
და ავიდა აბიმელექი ცალმონის მთაზე, თვითონ და მასთან მყოფი მთელი ხალხი, და აიღო აბიმელექმა ცული ხელში და მოჭრა ტოტი, და ასწია იგი და გაიდო თავის მხარზე, და უთხრა მასთან მყოფ ხალხს: „ხომ ნახეთ, რა გავაკეთე, თქვენც სასწრაფოდ იგივე გააკეთეთ.“
მოჭრა მთელმა ხალხმაც, თითოეულმა თითო ტოტი, და გაჰყვა აბიმელექს, და შემოუწყვეს ისინი გოდოლს და ცეცხლს მისცეს გოდოლი და შიგ მყოფნი. და ამოწყდა შექემის ყველა მკვიდრი, თითქმის ათასამდე კაცი და ქალი.
და უმალ თავისი საჭურველთმტვირთველი იხმო და უთხრა მას: „იშიშვლე შენი მახვილი და მომკალი, რომ არა თქვან ჩემზე, დედაკაცმა მოკლაო.“ და განგმირა იგი მისმა მსახურმა ბიჭმა, და მოკვდა.