და ნოომინის ქმრისაჲ იყო კაცი მეცნიერი, და კაცი ესე იყო ძლიერ ძალითა ნათესავისაგან ელიმელექისა და სახელი მისი ბოოზ. და მისცა ნოომინს სახელი ქვრიობისა საყოფელად მისსა.
და ჰრქუა რუთ მოაბელმან ნოომინს: განვიდე ველად, დავკრიბო თავი ჴუვილისაჲ შემდგომად, სადაცა ვპოო მადლი წინაშე თუალთა მისთა. და ჰრქუა მას ნოომინ: განვედ, ასულო.
და განვიდა და მივიდა და შეკრიბა თავი ჴუვილისაჲ ყანასა შიდა შემდგომად მომკალთასა. და მიემთხჳა იგი მიმთხუევით ნაწილსა მას ყანასა ბოოზისსა, რომელი-იგი იყო ნათესავისაგან ელიმელექისი.
და თქუა: ვიკრიბო თავი და შევიკრიბო შორის მჭელეულსა შემდგომად მომკალთა. და მოვიდა და დაადგრა განთიადითგან ვიდრე აქამომდე, და არა განისუენა მცირედცა ყანასა ამას შიდა.
და თუალნი შენნი იგენ ყანასა მას, სადაცა მკიდენ, შეუდეგ მათ. აჰა ესერა, მიბრძანებიეს მონათა ჩემთა, რათა არა გეტყოდიან შენ. და ოდეს გწყუროდის, მიხჳდე ჭურჭლად და ჰსუა, ვინაჲცა სუან მონათა ჩემთა.
და დავარდა რუთ პირსა ზედა თჳსსა და თაყუანის-სცა მას ქუეყანასა ზედა. და ჰრქუა მან ბოოზს: რაჲ არს, რამეთუ ვპოე მადლი წინაშე თუალთა შენთა და მიცან მე, და მე ვარ უცხოჲ?
მიუგო მას ბოოზ და ჰრქუა: თხრობით მითხრეს მე, რავდენი უყავ დედამთილსა მას შენსა შემდგომად სიკუდილისა ქმრისა შენისა და დაუტევე მამაჲ შენი და დედაჲ შენი და ქუეყანაჲ შობისა შენისა და მოხუედ ერისა, რომელი არა იცოდე გუშინ და ძუღუნ?
ხოლო მან თქუა: მიპოვნიესმცა მადლი წინაშე თუალთა შენთა, უფალო, რამეთუ ნუგეშინის-მეც მე და ეტყოდე გულსა მჴევლისა შენისსა, და მე ვიყო ამიერითგან, ვითარცა ერთი მჴევალთა შენთაგანი.
და ჰრქუა მას ბოოზ: ჟამთა პურის ჭამისასა მოვედ აქა და ჭამე პური, და დააწე პური შენი ძმარსა. და დაჯდა რუთ ერთ კერძო მომკალთა მათ და შეუსუარა მას ბოოზ ჴალი და ჭამა და განძღა და დაუშთა.
და აღიღო და შევიდა ქალაქად. და იხილა დედამთილმან მან მისმან, რომელი-იგი შეეკრიბა. და გამოიღო რუთ და მისცა მას, რომელი-იგი დაუშთა ნეშტი, რომლისაგან განძღა.
და ჰრქუა დედამთილმან მან მისმან: სადა ჰკრიბე დღეს, ასულო? და სადა დაჰყავ ესოდენი ესე? კურთხეულმცა არს, რომელმან-იგი გიცნა შენ! და უთხრა რუთ დედამთილსა თჳსსა, სადა-იგი კრიბა, და უთხრა სახელი კაცისა მის, რომლისა თანა ვკრიბე დღეს, ჰრქჳან ბოოზ.
ჰრქუა ნოომინ ძის ცოლსა თჳსსა: კურთხეულ იყავნ კაცი იგი უფლისა მიერ, რამეთუ არა დაუტევა წყალობაჲ მისი ცოცხალთა თანა და მკუდართა თანა. და ჰრქუა ნოომინ: მახლობელ არს კაცი იგი ჩუენდა და ნათესავცა ჩუენდა არს.